17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
სანტა კლაუსი, საახალწლო სოფელი და ინსტალაციები და გალა კონცერტები - ახალი წლის დღეები საქართველოს რეგიონებში

სანტა კლაუსი, საახალწლო სოფელი და ინსტალაციები - ახალი წლის დღეები საქართველოს რეგიონებში კონკრეტული ღონისძიებებით გრძელდება. კონცერტი დღეს ახმეტაში გაიმართა. სტუმრების განწყობაზე ცნობილი ქართველი მომღერლები - ჯგუფი "ფრანი", სოფო გელოვანი და თემურ თათარაშვილი ზრუნავდნენ.

საახალწლო ღონისძიებები გრძელდება ქვემო ქართლშიც. სამზადისი გარდაბნის მთავარ ნაძვის ხესთან დილიდან დაიწყო. მოეწყო საშობაო ბაზრობა - ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს გაიმართა გალა კონცერტიც.

საშობაო ბაზრობა, საახალწლოდ დამზადებული ხის სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და საბავშვო გასართობი სივრცეები - საახალწლო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს რაჭაშიც. ონის ცენტრში განთავსებული სცენა ჯერ ადგილობრივმა ანსამბლებმა დაიკავეს, შემდეგ კი მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს მუსიკალურმა ჯგუფებმა "გუფილენდმა" და "ჩვენებურებმა".

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტები, ქვეყნის მასშტაბით, 15 იანვრამდე გაგრძელდება.

 

დღის ამბები