17 მაისი 2024,   06:59
ვრცლად
"ვარ მხნედ" - რას წერს საკუთარ ჯანმრთელობაზე შეფ გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა

შეფ გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს მხნედ გრძნობს. 

"სალამი ყველას, ძვირფასებო, დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. 

კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემდა მიმართ სიყვარული.

ვარ მხნედ და ძლიერად, უფალი გვფარავდეს," - წერს ბაღდოშვილი

ინციდენტის შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს. მსგავსი შემთხვევების გათვალისწინებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ პიროტექნიკა საფრთხის შემცველი პროდუქტია და მას გამოყენების დეტალური ინსტრუქცია უნდა ახლდეს.

პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების ფაქტები განსაკუთრებით ხშირია ახალი წლის დღეებში. მაღაზიებსა თუ ქუჩებში მოწყობილ ღია დახლებზე არჩევანი მრავალფეროვანია. სადღესასწაულო ასაფეთქებელი საშუალებები სიმძლავრის და ფასის მიხედვით განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ პიროტექნიკის არასრულწლოვნებზე გაყიდვა აკრძალულია, მაინც ყოველთვის ყველაზე მეტი დაზარალებული მცირეწლოვანია.

დღის ამბები