17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
სამაშველო სამსახურზე პიროტექნიკით თავდასხმების შემთხვევის შემდეგ, გერმანია ფოიერვერკის საჯაროდ გამოყენების აკრძალვას განიხილავს

სამაშველო სამსახურზე პიროტექნიკით თავდასხმების შემთხვევის შემდეგ, გერმანია ფოიერვერკის საჯაროდ გამოყენების აკრძალვას განიხილავს. ოფიციალური მონაცემებით, ბერლინში 33 პოლიციის ოფიცერი და მეხანძრე დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, პიროტექნიკის გაყიდვები აკრძალული იყო, რადგან პანდემიის პერიოდში საავადმყოფოების გადატვირთვა თავიდან აერიდებინათ. წელს, ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა, მათ შორის იყო ფატალური შემთხვევაც.

ინციდენტს გერმანიის კანცლერიც გამოეხმაურა, რომელმაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიმართ თავდასხმა დაგმო.

დღის ამბები