17 მაისი 2024,   06:10
ვრცლად
"თბილისი გალერეაში" ევაკუაცია გამოცხადდა

"თბილისი გალერეაში" ევაკუაცია გამოცხადდა. ამის მიზეზი ხანძარია. 

წინასწარი ინფრომაციით, ცეცხლი ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში გაჩნდა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ამის მიუხედავად, სავაჭრო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა. ცეცხლის გაჩენის მომენტში "თბილისი გალერეაში" საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძარი სხვა ობიექტებზე არ გავრეცელებულა და მისი ლოკალიზება უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა.

დღის ამბები