17 მაისი 2024,   07:12
ვრცლად
ახალ წელს, გერმანელებმა ახალ რეალობაში გაიღვიძეს - სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ბერლინმა საბოლოოდ თქვა უარი რუსულ გაზზე

ახალ წელს, გერმანელებმა ახალ რეალობაში გაიღვიძეს. ქვეყანა რუსული ენერგერესურსებიდან ასე შორს ჯერ არ ყოფილა. სამხედრო აგრესიის საპასუხოდ ბერლინმა საბოლოოდ თქვა უარი რუსულ გაზზე, ქვანახშირსა და ნავთობზე.

ქვეყანამ მარაგები რეკორდულ დროში შეავსო. აშენდა თხევადი ბუნებრივი აირის დამატებითი ტერმინალები. დიდი ხნის განმავლობაში ბერლინი გაზის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან იღებდა. მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომამდეც კი, რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში ია-მალის მილსადენის გავლით შეამცირა. რუსეთმა გაზის მიწოდება გერმანიას ჩრდილოეთ ნაკადი ერთით ჯერ კიდევ ზაფხულში შეუჩერა - თავდაპირველად სავარაუდო ტექნიკური პრობლემების გამო, 40, ახლა კი 0 პროცენტამდე.

პუტინის ენერგეტიკულ ომს ქვეყანა მომზადებული შეხვდა. გერმანიას ახლა ენერგო რესურსებით სხვადასხვა ქვეყნიდან მარაგდება. გაზის უმეტეს ნაწილს ნორვეგიიდან, ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან იღებს. უცხური მედიის ინფორმაციით ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ოფიციალური მონაცემებით, რუსული იმპორტის წილი გერმანიის გაზის მიწოდებაში დაახლოებით 55 პროცენტი იყო, ნახშირის - 50, ხოლო ნავთობის
- დაახლოებით 35 პროცენტი.

უკრაინაში სისხლიმღვრელი ომი ვალდიმერ პუტინს ძვირი უჯდება და ეს კრემლისთვის უკვე ციფრებშიც აისახა. ბოლო 30 წლის განმავლობაში გაზპრომის ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა. 2022 წლის შედეგების მიხედვით, გაზის გიგანტურმა რუსულმა კომპანიამ ევროპის ქვეყნებს მხოლოდ 85 მილიარდი კუბური მეტრი მიაწოდა.

გერმანია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც გაზპრომს ეთიშება. მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ევროპა გამუდმებით ცდილობს ოკუპანტი ფედერაციის აგრესიას მკაცრი პასუხი გასცეს და უარი თქვას რუსულ ენერგორესურსებზე. მიზანიც თითქმის მიღწეულია, ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე იმპორტი 90 პროცენტით უკვე შეამცირა.

დღის ამბები