26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ვაკეში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, სადაც გიგიშა შარაშიძე ვანო მერაბიშვილის ფიზიკურად გაუსწორდა 

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციამ ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. "რუსთავი 2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიგიშა შარაშიძე გაუსწორდა.

ინფორმაცია "კურიერს" თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სამართალდამცველების კითხვებსაც უპასუხებს.

ამასთან, აფთიაქის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჩხუბში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, ვინაიდან უთანხმოება აფთიაქის გარე პერიმეტრზე მოხდა. 

"იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ ვინ იყო პიროვნება არ ვიცი, რადგან ეს მოხდა გარე პერიმეტრზე. ჩემი კოლეგებიც არ არინ ინფორმირებული, რომ ეს პიროვნება იყო ვანო მერაბიშვილი. იყო რაღაც ინციდენტი, მაგრამ არ იციან ის პიროვნება ვინ იყო. ვერ ადასტურებენ იყო მერაბიშვილი თუ არა," - აცხადებს აფთიაქის ერთ-ერთი თანამშრომელი. 

დღის ამბები