17 მაისი 2024,   07:11
ვრცლად
"დაე ჰარმონია ყოფილიყოს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე" - ზელენსკი საზოგადოებას შობას ულოცავს

შობის დღესასწაული მიულოცა საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ისინი ახლა იმაზე მეტად არიან ერთიანი, ვიდრე ოდესმე. 

უკრაინის პირველი პირის განცხადებით, დღეს მათ ყველას ერთი ოცნება აქვს - გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მშვიდობა ათასობით წლის განმავლობაში. 

"გულწრფელად ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს ერთად იკრიბება პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად. ის ქრისტეს შობას მოასწავებს. შობა ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაულია.

ჩვენ ყველანი ერთად, დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა - სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ - ჩვენი ოჯახი ერთიანია, როგორც არასდროს. ერთიანია მისი გამარჯვების რწმენაში. დაე, ჰარმონია ყოფილიყოს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად - მშვიდობა და კეთილდღეობა ათასობით წლის განმავლობაში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენს უკრაინას! ქრისტე იბადება! განადიდეთ იგი!" - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები