17 მაისი 2024,   07:08
ვრცლად
ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. უფლის შობა მოსახლეობას მეალილოეებმა ახარეს. შობის მახარობლებმა შეკრება ქუთაისის მერიასთან დაიწყეს და ქუჩებში გალობით ტკბილეული შეაგროვეს. მეალილოეები  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ დალოცა.

საზეიმო მსვლელობას  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ნობათით შეუერთდნენ. მსვლელობისას შეგროვებული ნობათი, ტრადიციულად,  პანსიონატს და სხვადასხვა დღის ცენტრებს დაურიგდება.

დღის ამბები