14 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ეს არის ნათქვამი სწორედ იმიტომ, რომ ამ სამხედრო გადაადგილებით ქვეყანა დაფიქსირდეს როგორც მონაწილე სამხედრო კონფლიქტში - გურამ მაჭარაშვილი კასიანოვის განცხადებაზე

კიევი თბილისს "ბუკის" საჰაერო თავდაცვის კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს. უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემული ჯაველინის უკრაინაში გაგზავნას. კასიანოვმა თქვა, რომ ჯაველინის სისტემასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი. რა პოზიცია აქვს ამერიკულ მხარეს კასიანოვის ინფორმაციაზე და დაადასტურებს თუ არა ვერსიას, ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ კასიანოვის განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ საქართველო დაფიქსირებულიყო, როგორც სამხედრო კონფლიქტში მონაწილე ქვეყანა.

"კასიანოვის განცხადება ამას ემსახურებოდა, რომ ძველი ჯაველინები მოგვეცითო და სამაგიეროდ ამერიკა მოგცემთ ახალ ჯაველინებსო. საბედნიეროდ ჩვენ ომში არ ვართ და სამწუხაროდ უკრაინა არის ომში. ახალი ჯაველინები საქართველოს უფრო სჭირდება ახლა თუ უკრაინას, რომელსაც ჩვენ ვგულშემატკივრობთ? მე მგონი, ახალი ჯაველინები უფრო კარგად ისვრის და მოქმედებს, ვიდრე ძველი და პირდაპირ გააგზავნონ უკრაინაში და ჩვენ მადლობას ვეტყვით ამისთვის.

ჩვენი საქმე ეს არ არის, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს არის ნათქვამი სწორედ იმიტომ, რომ ამ სამხედრო გადაადგილებით ქვეყანა დაფიქსირდეს როგორც მონაწილე სამხედრო კონფლიქტში, რომ შემდგომ, გასაგებია, რუსეთის ფედერაციის რეაქცია რა იქნება. აბა მეტი რას ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში? ვის სჭირდება დღეს უფრო მეტად ახალი ჯაველინები, საქართველოს თუ უკრაინას? რა თქმა უნდა უკრაინას. და გამომდინარე აქედან ძალიან მოკლე ფეხები ჰქონდა ამ მოკლე ტყუილს, რომ ვითომ საქართველოსთან დაკავშირებით იყო ზრუნვა, რომ ახალი ჯაველინები გადმოეცათ," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე უკრაინის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს.

"არ მივესალმები ზოგადად ასეთი ტიპის განცხადებებს, რომ ჩვენ რაღაც კარგი გაგიკეთეთ და ახლა თქვენ უნდა რაღაც დაგვიბრუნოთ. მე მგონი, ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს ჩვენს შორის. ჩვენ, იცით, რომ ვართ კრიტიკოსები საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების მთელ ამ პროცესთან, უკრაინაში რუსეთის ანექსიასთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ ამის მიუხედავად, მგონია, რომ ჩვენ დისკუსია გადავიტანოთ - 2008 წელს ჩვენ გეხმარებოდით, მოგეცით სამხედრო ტექნიკა და ახლა უკან დაგვიბრუნეთ - ეს არასერიოზულია უბრალოდ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

დღის ამბები