14 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
რა განცხადებები გააკეთა თბილისში მყოფმა ბენ ჰოჯესმა და რა ინტერესი აქვს ყოფილ სამხედრო ჩინოსანს

"მე არ მესმის, რატომ აჯაჭვებს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თავს მკვდართან, რომელიც არის კრემლი," - ეს განცხადება ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა გააკეთა, რომელიც მმართველმა პარტიამ გააკრიტიკა.

ბენ ჰოჯესმა გუშინ თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს, ისტორიის სწორ მხარეს დააყენებს. ხელისუფლებაში რუსეთის გავლენებზე მინიშნების პარალელურად, ამერიკელმა გენერალმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ პორტთან დაკავშირებით მას ფინანსური ინტერესი არ აქვს. საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ პარტიაში.

მმართველი ძალისგან განსხვავებით, ბენ ჰოჯესს თანამოაზრეები საპარლამენტო ოპოზიციაში ჰყავს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუსული კურსის გამტარებელია და ანაკლიის პორტის მშენებლობა წლების განმავლობაში მთავრობამ, სწორედ რუსეთის ინტერესების გამო შეაჩერა.

თბილისში მყოფი ბენ ჰოჯესი, ანაკლიის კონსორციუმის ერთ-ერთ დამფუძნებელ ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთადერთია, ვისაც ამერიკელი გენერალი ესტუმრა.

ამ ფაქტმა "ხალხის ძალის" წარმომადგენლებს, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ბენ ჰოჯესის მიკერძოებაზე არგუმენტები გაუმყარა. მოძრაობის წევრები კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას.

ყოფილი სამხედრო ჩინოსნის დაინტერესებაზე ღიად საუბრობენ მმართველ გუნდშიც. "ქართული ოცნების" წევრების თქმით, გენერლის აქტიურობა და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, ანაკლიის პორტთან მიმართებაში მის ლობისტურ ინტერესებს უკავშირდება.

ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური იმ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც გუშინ თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

დღის ამბები