უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს-ამის შესახებ, სავარაუდოდ, გიული ალასანია "კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში აცხადებს.
"უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს. პროცენტულად არ აქვს ის შედეგი, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ ამ სიტუაციაში, მე არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება. მე არ ვიცი. აი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ,"-აცხადებს გიული ალასანია "კურიერის" მიერ მოპოვებულ ჩანაწერში.
აუდიო ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა გაკეთებული, "რუსთავი2-ს" წყარომ რამდენიმე საათის წინ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.