14 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, ჩემი შვილის პროცესები რომ მიდის? ასეთი ფაქტი არ ყოფილა - გიული ალასანია ჩანაწერებზე

"კურიერის" ექსკლუზიურად მოპოვებული აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ, პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს გიული ალასანია. ექსპრეზიდენტის დედა ჩანაწერის ავთენტურეობას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი საუბარი არ შემდგარა.

"არ ვადასტურებ. ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან გამორიცხულია, რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან. თურმე, ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი, იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა? იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი?

რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, რადგან პროცესები მიდის, რომ ავნონ ახლა ჩემს შვილს? არც მომისმენია, არც მინდა, არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე. და დღეს რატომ, კიდეც რომ ყოფილიყო... 

გახარია საერთოდ აღარ მახსოვს, რაზეა ლაპარაკი..." - განაცხადა გიული ალასანიამ. 

დღის ამბები