14 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ არცერთ წელს, არცერთ მდგომარეობაში, მე მაგისთანა აზრი არ შეიძლებოდა რომ მქონოდა - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერი ავთენტური არ არის. 

გიული ალასანიას თქმით, არც ჩანაწერის მოსმენას აპირებს და მას მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.

"მე არ მომისმენია და არც ვაპირებ. მე ამის შესახებ გავიგე ჟურნალისტისგან და ის რაც მე იქ მითხრეს, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ არცერთ წელს, არცერთ მდგომარეობაში, მე მაგისთანა აზრი არ შეიძლებოდა რომ მქონოდა," - განაცხადა გიული ალასანიამ. 

"კურიერის" კითხვაზე - განიხილავს ან განიხილავდა, თუ არა რუსეთის როლს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ხელახლა დაბრუნების პროცესში? - გიული ალასანია პასუხობს, რომ - "არასოდეს არ მახსოვს, რომ მაგ თემაზე გველაპარაკოს."

ცნობისთვის, სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დღის ამბები