საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს მიღწეული შედეგებით.
განხილულ საკითხთა შორის, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.