"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივნის ბაჩო დოლიძის განცხადებით, ჩანაწერების გავრცელების და სხვა მსგავსი მეთოდების პოლიტიკაში გამოყენებას კატეგორიულად გმობს.
დოლიძისთვის სამწუხაროა, რომ ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის მოსაზრებას ზოგი "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებული ადამიანიც ეთანხმება.
"აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა და სხვა პროცედურებიც ნიშნავს მთლიანად მთლიანად ამ პროცესის ლეგიტიმაციას, ანუ ვამბობთ იმას რომ დასაშვებია ეს მეთოდი იმისათვის რომ გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და პოლიტიკურ საკითხებში. ასე რომ, ძალიან სამწუხაროა რომ "ხალხის ძალის", ბატონი მუმლაძის და სხვა ადამიანების პოზიცია, რომლებიც ამ შემთხვევაში შეიძლება აფილირებული იყვნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან", ეს აზრი ემთხვევა ერთმანეთს. კატეგორიულად ვგმობ ზოგადად მსგავსი მეთოდების პოლიტიკაში გამოყენებას," -