14 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ფაქტია, რომ ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში შეყვანილი არ არის - ალბათ, ამით, დასავლეთმა რუსეთთან ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობის კორიდორი დაიტოვა - დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან საუბრისას, გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც უკრაინამ მოითხოვა, რომ ევროკავშირს ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში არ შეეყვანა.

„უკრაინის ძალიან რთულ ვითარებაში ყოფნის მიუხედავად, არავისთვის უცხო არ იქნება იმის მოსმენა, რომ უკრაინა დღეს საკუთარ ბედს ბოლომდე თავად არ წყვეტს. ფაქტია, რომ ბელარუსი სანქციების ბოლო პაკეტში შეყვანილი არ არის - ალბათ, ამით, დასავლეთმა რუსეთთან ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობის კორიდორი დაიტოვა“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები