17 მაისი 2024,   07:01
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო, ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მდინარაძე სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"მწუხარებას გამოვთქვამ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ის იყო გამორჩეული ნიჭის მსახიობი და მომღერალი, რომელიც ბევრ თაობას ძალიან პოზიტიურად ახსოვს თავისი შემოქმედებით.

ვუსამძიმრებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს," - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები