17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
დიდებული ხალხის დიდებული კაცი, ლეგენდა, რომელიც ყველასთვის სამაგალითო იყო - ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ კიკაბიძეზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც ზელენსკი წერს, ის იყო დიდებული ხალხის, დიდებული კაცი.

"ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენთან იყო. დიდებული ხალხის დიდებული კაცი. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის სამაგალითო იყო. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს," - წერს ზელენსკი.

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

დღის ამბები