17 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
ტრაგედიად გადაქცეული დღესასწაული და პიროტექნიკის გამოყენების მძიმე შედეგები - დამწვარი სახლები, ამპუტირებული კიდურები და დახოცილი ცხოველები

საფრთხე, რომელიც ყოველ ახალწელს თან სდევს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ წელს ფოიერვერკით ძალიან ბევრი ადამიანი ზიანდება და სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით საავადმყოფოში ხვდება, ამ ერთი შეხედვით მავნე ჩვევაზე უარს ბევრი ჩვენგანი მაინც არ ამბობს. პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო ახალ წელს, მაგალითად მუხიანში ხანძარი გაჩნდა და ბინა დაიწვა. პიროტექნიკა აუფეთქდა გურამ ბაღდოშვილსაც. საკუთარი მაგალითის გათვალისწინებით, შეფ მზარეული ახლა ყველას მოუწოდებს, ასაფეთქებელი საშუალებები არასოდეს იყიდონ.

აღნიშნე ახალი წელი პიროტექნიკის გარეშე - ამ იდეის ქვეშ სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გაერთიანდა. კამპანიის მთავარი მიზანი ადამიანების, ცხოველების და ფრინველების პიროტექნიკისგან გამოწვეული ხმაურისგან და მავნე ნივთიერებებისგან დაცვაა. მართალია პარლამენტმა 2018 წელს პიროტექნიკის არასრულწლოვნებზე გაყიდვა აკრძალა და სოლიდური ჯარიმაც დააწესა, თუმცა ფოიერვერკები ბავშვების ხელში მაინც ხვდება.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები