17 მაისი 2024,   08:05
ვრცლად
ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირი უკრაინას 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ეს უკრაინისთვის დეკემბერში შეთანხმებული 18 მილიარდი მაკროფინანსური მხარდაჭერიდან დახმარების პირველი ნაწილია.

"უკრაინის დახმარება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში არის გადამწყვეტი და გადაუდებელი. კომისია მოქმედებს მაქსიმალური სისწრაფით და მონდომებით,""-წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი "ტვიტერში".

დღის ამბები