14 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ნებისმიერი ჩართულობა ამისკენ უნდა იყოს მიმართული - იოჰანეს ჰანი

სამხრეთ კავკასია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში, - ამის შესახებ ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ოჰანეს ჰანმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართული დებატებისას განაცხადა.

იოჰანეს ჰანის განცხადებით, შუა დერეფანს ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

"ჩვენ საუბარი გვაქვს ხშირად დერეფანზე და არა გვირაბზე, ცნებებს, სახელდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შუა დერეფანს აქვს დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისთვის, ზოგადად, მთელს რეგიონში. თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა ასპექტი, რაც ამ ტრანზიტს მოჰყვება. ევროკავშირისთვის ეს არ არის მხოლოდ გარანტირებული მიწოდების ჯაჭვი, ეს არის ბევრი სხვა ასპექტი და საკითხი. ჩვენ ვხედავთ ამაში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც ჩვენს სამეზობლოში. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, სადაც სამი ქვეყანაა, ამ პანელზე ორი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ნებისმიერი ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს მიზანმიმართული მეტი სტაბილურობისკენ და ეს ინიციატივა სწორედ ასეთია. მეტი მონაწილეები, მეტი მოსარგებლეები, ჩინეთიდან დაწყებული ევროპით დამთავრებული იქნებიან ამ პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი წვლილს შეიტანს სტაბილურობაში და ჩვენი გადმოსახედიდან, მრავალეროვნულობაში, მრავალმხრივობაში. ეს არის გლობალური წესრიგი წესების საფუძველზე, რომელსაც ყველა დაიცავს და ყველა პატივს სცემს. ამიტომ სტრატეგიული პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დერეფანია. მინდოდა ხაზი გამესვა ამისთვის დებატები დეფერანთან დაკავშირებით არა მარტო მიწოდების ჯაჭვზეა, არა მარტო ნავთობის და ბუნებრივი აირის მიწოდებაზეა არამედ უფრო ფართო სპექტრია საკითხების რომლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს. არა მარტო ამ საკითხებზე ვმსჯელობთ რეგიონში და ამიტომ ვართ ჩართული პარტნიორებთან ერთად, რადგან ეს პარტნიორობა არის ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ინსტრუმენტების, რომელიც შეიძლება, იქნას გამოყენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი საინვესტიციო ბანკები, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, გარანტირებული სქემები არსებობს, ბევრი სხვა შესაძლებლობა ამ პროექტის ფარგლებში," - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

დღის ამბები