14 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ - იოჰანეს ჰანი

კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, - ამის შესახებ ევროკომისარი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განიხილეს.

"ევროკავშირში გაწევრების გზაზე ქვეყნის მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები განვიხილეთ, ადგილობრივად და გლობალურად მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან და უკრაინაში მიმდინარე ომის საქართველოზე განხორციელებულ ეფექტთან ერთად," - აღნიშნავს ევროკომისარი.

იოჰანეს ჰანი სოციალურ ქსელში დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაც ეხმაურება.

"სასიამოვნო იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა "ევრაზიული შუა დერეფნის ბილიკიდან გზატკეცილად გარდაქმნის" საკითხზე, სადაც ჩემთან ერთად საუბრობდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და "ლიმაკ" ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ებრუ ოზდემირი. ევროკავშირისთვის დაკავშირებადობა და ევრაზიის შუა დერეფანი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები იყო და არის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაზრდელად," - აღნიშნულია "ტვიტში".

დღის ამბები