14 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
საქართველოს შეუძლია ფასილიტატორის როლი შეასრულოს და მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლი აქვს - ლევან დავითაშვილი

შუა კორიდორის მნიშვნელობა და საქართველოს, როგორც მედიატორის როლი, სწორედ ეს თემები გამოიკვეთა დავოსში, სადაც ქართული დელეგაცია მთელი კვირის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს.

მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დისკუსია თემაზე - შავი ზღვის ელექტრონული კაბელი და ევროპისთვის დამატებითი ენერგორესურესების მიწოდება, საქრთველოსთვის ორ მნიშვნელოვან მიმართულებაზე სწორედ ამ ფორმატშიც გაკეთდა აქცენტი, დისკუსიაში საქართველოს პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.

შედეგები დღეს უკვე მინისტრებმა შეაჯამეს, მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ წელს დავოსის ფორუმი თბილისისთვის გამორჩეული იყო, ამაზე კი ის ინეტერსები მიუთითებს, რაც, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით გამოიკვეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე რეგიონალურ პროექტებზე ისაუბრეს.

"საუბარი შეეხო რეგიონალურ პროქეტებს და ევრაზიის შუა კორიდორის მნიშვნელობას, ასევე პრემირმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის კაბელი, რომელიც დააკავშირებს ჩვენს რეგიონს ევროკავშირთან და რომელიც ჩვენი ინიციატივით დაიწყო ამ კონცეფციაზე მუშაობა, ამ პროექტის მნიშვნელობას გაესვა, რა თქმა უნდა ხაზი და გარდა იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ასოცირებული ვრთ ევროპასთან, აღნიშნული პროექტით უკვე ფიზიკურად ვიქნებით ნაწილი ევროპის. აქ საუბარია სავაჭრო ურთიერთობებზე და იმ ეკოსისტემებზე, რომელიც თანამშრომლობას მოსდევს თან.

სწორედ ამ დისკუსიების ფარგლებში კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ აუცილებელია მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკური განვითარებისთვის,"- აცხადებს დარჩიაშვილი.

ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შუა დერეფნის არსებობა რეგიონში უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"საქართელოს როლი, როგორც მედიატორის აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მნიშვნელოვნია. ალიევმა გამოხატა პოზიტიური დამოკიდებულება და მადლობა გადაუხადა პრემიერს მისი უშუალო ძალისხმევისთვის და სწორედ ამ დისკუსიების ფარგლებში გაჟღერდა მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკების მიღწევისკენ,"- აცხადებს დარჩიაშვილი.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პირადი შეხვედრები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.

"წამყვან კომპანიებთან იყო შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. პირადი შეხვედრები განსაკუთრებით სასარგებლოა და კონკრეტულ შედეგებს მოიტანს, რომელიც შემდგომ ინვესტიციებში აისახება.

დავოსის ძალიან საინტერესო ნაწილია ეს პოლიტიკური შეხვედრები. საქართელოს პრემიერ მინისტრს ჰქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია, სადაც ხაზი გაესვა საქართელოს მნიშვნელობას, ასევე საქართველოს შუძლია ფასილიტატორის როლი შეასრულოს და მშვიდობის დამყარების კუთხით ძალიან დიდი როლი აქვს პრემიერსაც და საქართელოსაც რაზეც ილჰამ ალიევიც საუბრობდა,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები