პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძემ თავისივე განცხადებით წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს.
როგორც რატი იონათამაშვილი ამბობს, ყველა სახის პროვოკაციული განცხადება ციფრებით და სტატისტიკური მონაცემებით გაქარწყლდა.
"ირაკლი კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს და ჩვენ ეს სიმართლე ცხადია ისედაც ვიცოდით.
უბრალოდ თუ სადმე რჩებოდა სივრცე სპეკულაციისთვის და მანიპულაციისთვის, ფაქტობრივად ფაქტებით და ციფრებით მოხდა გაქარწყლება ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული განცხადებისა.
თუ ამის შემდეგ კიდე ვინმე გაბედავს და იკადრებს, გააგრძელებს ისევ ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ, ამით ისევ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს," - აცხადებს რატი იონათამაშვილი.
საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო - ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც ორი დღის წინ "სი-ენ-ენის" ეთერში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "სი-ენ-ენი არ არის რიგითი მედიასაშუალება და ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული". იმავე განცხადებაში ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ "სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე "კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის" გაცემა მოითხოვა".