14 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული დოკუმენტი - როგორ აფასებენ რეზოლუციას ქართული დელეგაციის წევრები

ევროპის საბჭოს სხდომათა დარბაზში გაკეთებული განცხადებების შემდეგ მიღებული რეზოლუცია ქართულმა დელეგაციამ შეაფასა. მათი განცხადებით, საერთაშორისო დოკუმენტებში ფიქსირდება ის გზავნილები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს უკავშირდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ  გამოწვევები რომელიც დგას ევროპაში, სწორედ ამ გამოწვევების ნაწილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. 

"ჩვენ გვქონდა შესწორება, რომ გამოწვევები რომელიც დღეს აქვს ევროპის საბჭოს და გამოწვევები, რომელიც დღეს დგას ევროპაში, ამ გამოწვევების ნაწილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ გვქონდა შესწორება, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკა არ დაწყებულა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომით, არამედ ეს არის გაგრძელება იმ აგრესიული პოლიტიკისა, რომელსაც ის აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ. გაითვალისწინა საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი შესწორება,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მაღალი მხარდაჭერით მიიღო რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებული დოკუმენტი - მათ შორის ცვლილება, რომელიც საქართველოს დელეგაციის მიერ იყო შეთავაზებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის კონტინენტი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა და საჭიროა მასზე პასუხის გაცემა. აქვე აღნიშნულია, რომ უკრაინაში ომი იმ სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. რეზოლუციას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

დღის ამბები