14 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული განმარტებებისთვის დაიბარა - ანდრეი კასიანოვს უწყებაში ამ წუთებში ელოდებიან.

სამინისტროს განმარტებით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხებს არ განიხილავენ.

იქამდე თავად კასიანოვმა თქვა, რომ სამინისტროში მიწვევის საფუძველზე მიდის, შეხვედრაზე კი ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს განიხილავენ.

დიპლომატის დაბარების საფუძველი გუშინ გავრცელებული განცხადება გახდა, რომლის მიხედვით, უკრაინა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება და რუსების მასობრივი შემოდინების გამო უკრაინელებს საფრთხე დაეუქრებათ.

დღის ამბები