17 მაისი 2024,   06:41
ვრცლად
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და დედოლარიზაცია - Fitch-ის რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და დედოლარიზაცია - ეს არის ძირითადი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებით Fitch-ის რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში თავის მხრივ, იმ ფაქტორებს უსვამენ ხაზს, რომელმაც დედოლარიზაციას და ვალის შემცირებას შეუწყო ხელი. აქ მსჯელობა ეკონომიკურ პოლიტიკამდე და პანდემიის შემდგომ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებამდე მიდის. 

Fitch-ის რეიტინგში საქართველოს შეფასების გაუმჯობესებაზე საუბრისას, შედარება კეთდება მეზობელ ქვეყნებთან და ზოგადად რეგიონში შექმნილ სურათთან, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში. ამაზე საუბრობს ეროვნული ბანკის რეზიდენტიც. კობა გვენეტაძე აკეთებს პროგნოზსაც, რომ არსებული ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნება საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესების გარდა, ეროვნული ვალუტის გამყარებასა და ინფლაციის შემცირებაზე აისახება.

საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურ შეფასებამდე აყვანა მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებისთვის. მათ ეს პროგნოზი გასული წლის რეიტინგიდან გამომდინარე უკვე ქონდათ, როდესაც პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურ ნიშნულზე ავიდა. ამჯერად კეთდება ახალი პროგნოზი მომავალი წლისთვის.

Fitch ეს არის ავტორიტეტული, წამყვანი სარეიტინგო კომპანია, რომლის შეფასებებს სახელმწიფოები თუ ფინანსური ინსტიტუტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ყველაზე ყურადღებით კი ინვესტორები აკვირდებიან. თითოეული ნაბიჯით გაუმჯობესებული პოზიცია მათთვის მეტ სანდოობას, ნაკლებ რისკს და შესაბამისად ფულის დაბანდებისთვის მეტ მოტივაციას ნიშნავს. 

დღის ამბები