თურქეთის მიერ მოლაპარაკებების შეჩერების მიუხედავად, შვედეთს ზაფხულში NATO-ში გაწევრიანების მოლოდინი აქვს, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან შვედი აქტივისტის მიერ ყურანის დაწვას თურქეთის მხრიდან ხისტი რეაქცია მოყვა. მომხდარის შემდეგ თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები შეაჩერა და განაცხადა, რომ საუბარი "აზრს მოკლებულია".
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი ძალიან ახლოს არიან სამმხრივი შეთანხმების პუნქტების შესრულებასთან და იმედი აქვთ რომ შვედეთი NATO-ში მიმდინარე წლის ზაფხულში გაწევრიანდება.