პარლამენტის წევრი და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სწორედ ის ემეტებოდა "ნაციონალური მოძრაობისთვის".
"გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს იმიტომ, რომ ის ნამდვილად გულწრფელად მემეტებოდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ ხაბე ხებეებს ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა შემოთავაზება იქნება სახალისო მისგან," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% მიიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%. ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.