14 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ძალიან არ მომწონს, როდესაც კეთდება განცხადებები და არ ხდება კონკრეტული ცვლილებები. ამიტომ, ჩემი წარმოდგენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ზოგადად. ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დავტოვო საპარლამენტო პოსტი და შემდეგ უკვე მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის, მე ვფიქრობ, პოპულისტური, მაგრამ მაინც პარტიისთვის საზიანო," – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები