14 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო ვროპის ტოპ ოცეულში შევიდა, მსოფლიო რეიტინგში კი 41-ე ადგილზეა - შალვა პაპუაშვილი

კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილზეა, ისტორიაში პირველად კი ევროპის ტოპ ოცეულში შევიდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოს, ჩეხეთის, იტალიის და სლოვენიის რეიტინგი მსგავსია, რაც მეტია ევროკავშირის 9 და ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მაჩვენებელზე.

"კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილზეა, ისტორიაში პირველად კი ევროპის ტოპ ოცეულში შევიდა. საქართველოს, ჩეხეთის, იტალიის და სლოვენიის რეიტინგი მსგავსია, რაც მეტია ევროკავშირის 9 და ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მაჩვენებელზე. საქართველო ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორისაა გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით," - წერს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები