19 სექტემბერი 2024,   19:48
ვრცლად
რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მშენებლობის ხარისხი?

მშენებლობის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება ხანგრძლივი პროცესია და ფესვებს ჯერ კიდევ  გასული საუკუნიდან  იღებს. ინდუსტირლიზაციის ადრეულ ეტაპზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები და სტანდარტები უფრო ადგილობრივი ხასიათის იყო, კონკრეტულ რეგიონებსა და ქვეყნებს ეხებოდა. დროთა გამნავლობაში, ჩამოყალიბდა საერთაშორისო ორგანიზაციები, შემუშავდა საყოველთაო წესები და დღესდღეობით უკვე მთელ მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშენებლობის სტანდარტებს, რადგან გამოცდილებამ ყველას აჩვენა, რომ საყოველთაო უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის შენობები. ყველა ვთანხმდებით, როცა საქმე ურბანულ განვითარებას და მშენებლობას ეხება, აუცილებელია მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენება, ეს კი განსაკუთრებით  საცხოვრებელ სახლებს ეხება. ბინის შეძენა თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ყურადღებით ვარჩევთ პროექტებს, რათა ყველა სტანდარტსა და მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. ამიტომ, გადავწყვიტეთ მოგიყვეთ, რამდენად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი.

მშენებლობის პროცესი და უსაფრთხოება

მშენებლობის ხარისხის შეფასებისას პირველ რიგში ყურადღება ექცევა სამშენებლო მასალის ხარისხს, რადგან ხშირად ხდება, რომ კომპანია მშნებლობის ხარჯებს სამშენებლო მასალებზე დაზოგვით ამცირებს.  დეველოპერული კომპანიები ფასდებიან იმის მიხედვითაც, თუ რამდენად აკონტროლებენ მშენებლობის პროცესს, უსაფრთხოების ნორმებს და გამოყენებულ მასალას. არქი სწორედ ის კომპანია, რომელიც სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოებასა და გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლს დიდ ყურადღებას აქცევს, ამაზე პროფეიოსიონალებით დაკომპლექტებული პროექტ მენეჯერების და ზედამხედველების გუნდი მუშაობს. Აღვნიშნეთ, რომ საერთაშორისო სტანდარტი გაიზარდა, რაც  მშენებლობებში ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებასაც გულისხმობს. Არქი მშენებლობისას აქტიურად იყენებს ეკოლოგიურად სუფთა მასალას.

არქის მშენებლობის ხარისხი

არქი ყველა პროექტის მშენებლობისას მსოფლიოში წამყვანი ევროპული ბრენდების მიერ წარმოებულ მასალებს იყენებს. თითოეულ პროექტში გამოყენებული მასალების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. 

არქი  საცხოვრებელ სახლებს აშენებს გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით, რომელიც ბეტონის ჩვეულებრივ სამშენებლო ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, რაც იმას ნიშნავს, რომ იტონგის ბლოკით აშენებულ შენობაში ტემპერატურა უფრო დიდხანს ნარჩუნდება და შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, ეს კი კომუნალური ხარჯების შემცირების გარანტიაა. ასევე, ყველა პროექტის მშენებლობისას არქი იყენებს მსოფლიოში ლიდერი ბრენდის ჰაიდელბერგცემენტის მაღალი ხარისხის ბეტონს... არქის საცხოვრებელი სახლების დახვეწილი ფასადი გამოირჩევა გამძლეობით, რისთვისაც არქი კვლავ ევროპული ბრენდების მიერ წარმოებულ მაღალი ხარისხის ფასადის მოსაპირკეთებელ მასალას იყენებს. არქის პროექტებს ვენტილირებადი ფასადი, დაბალემისიური მინები, ხმის საიზოლაციო თანამედროვე სისტემები და პრემიუმ ხარისხის ლიფტები აქვს.

Თუ ბინის შეძენა გსურთ ისეთ პროექტებში, რომლებიც მაღალი ხარისხის მასალით შენდება და ენერგოეფექტურია, არქი საცხოვრებელი სახლების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ამასთან, კომპანია მუდმივად ანახლებს ინფორმაციას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა, მუდმივად  ადევნოთ თვალყური მშნებლობის პროცესს. Ბინის შეძენას კი თქვენზე მორგებული გადახდის პირობებით შეძლებთ. 

 

 

(R)

 

დღის ამბები