19 სექტემბერი 2024,   19:47
ვრცლად
5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა

კომუნიკაციების კომისიის მიერ 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა. აუქციონის ფარგლებში, "სელფი მობაილი" N2 კომბინირებული ლოტის, ასევე, N18, N19, და N24 ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა, რის შემდეგაც, კომპანიას 700 მჰც, 3400-3600 მჰც, 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.

აღნიშნული ლოტების საფასურმა ჯამში 4 497 045 ლარი შეადგინა, ხოლო ლიცენზიის მოსაპოვებლად, "სელფიმ" დადგენილი თანხის 30% 1 თვის ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. მოპოვებული სიხშირული რესურსებით სარგებლობისთვის, ოპერატორს გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლა.

დღის ამბები