19 სექტემბერი 2024,   19:45
ვრცლად
ონის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაკარგული პირების ძებნის სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე პოვნის მინიმალური შანსი იარსებებს

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაკარგული პირების ძებნის სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე პოვნის მინიმალური შანსი იარსებებს.

მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი სამუშაოები მიიღებენ.

"აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები, როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მცირედი შანსიც კი სანამ იქნება საძიებო სამუშაოები გაგრძელდება. საძიებო სამუშაოების შეწყვეტაზე და ლოკაციების გაფართოებაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი სამსახური მიიღებს", - განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა.

დღის ამბები