ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.
ოფიციალური ინფორმაციით, განიხილეს რეფორმების შედეგად მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრას, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იყო, 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საცალო ვაჭრობის, მედიკამენტებით ვაჭრობის, წარმოებისა და ტელე კომუნიკაციის სექტორების წარმომადგენლები.