17 მაისი 2024,   08:07
ვრცლად
შეხვედრის მთავარი თემა არის ევროპული საქართველოს გაწევრიანება ევროპის სახალხო პარტიაში - გიორგი კანდელაკი

ევროპის სახალო პარტიის წარმომადგენლები ამ წუთებში ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პრობლემებს, მათ შორის მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს. 

EPP-ის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება ევროპული საქართველოს ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანებას.

„ახლა მიმდინარეობს შეხვედრა, რომლის მთავარი თემა არის ევროპული საქართველოს გაწევრიანება ევროპის სახალხო პარტიაში, რაც ჩვენ მოგვცემს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, წინ წავწიოთ ქვეყნის ინტერესები, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის აქტუალიზაცია ისევე, როგორც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის და სხვა მწვავე საკითხების აქტუალიზაცია,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები