17 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს ულოცავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავს ულოცავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში რექს ტილერსონი წერს, რომ შეერთებული შტატები აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას და ქართული სამხედრო შენაერთებს ავღანეთსა და სხვა რეგიონებში უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ველოდებით თანამშრომლობისა და მეგობრობის კიდევ ბევრ წელს ჩვენს ქვეყნებში სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით"- წერია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

დღის ამბები