17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ლევან ბოძაშვილი ელოდება ელჩად დანიშვნას შვეიცარიაში - დავით რაქვიაშვილი

უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, მისი ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის, პოსტიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა. დავით რაქვიაშვილის თქმით, ეს ყველაფერი იძულებით გადაწყვეტილებას უკავშირდება, ვინაიდან ცნობილი ხდება, რომ ლევან ბოძაშვილი შვეიცარიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

"ლევანი ელოდება ელჩად დანიშვნას შვეიცარიაში და სხვა ვერაფრით ვერ ვხსნით მის ამ ნაბიჯს, თუ არა იძულებულ ქმედებას, რომელიც ამ კარიერული ნაბიჯის სანაცვლოდ მოუწია მას, რომ გააკეთოს. ძლიან სამწუხაროა ეს ფაქტი. საჯარო პირებს, განსაკუთრებით მომავლ ელჩებს არ უნდა უწევდეთ ასეთი პოლიტიკური განცხადებების კეთება,“- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები