17 მაისი 2024,   07:00
ვრცლად
ოპოზიციაში გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნას კლანურ დაპირისპირებას უკავშირებენ

ოპოზიციაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიორგი ბადაშვილის, მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, ოთარ კახიძის, განცხადებით, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, კადრებს შორის დაპირისპირება არსებობს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობს დაპირისპირება ფარცხალაძის ფლანგსა და ქუმსიშვილის ფლანგს შორის და ეს არის ფარცხალაძის არაფორმალური მმართველობის დადასტურება და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ როგორც არ უნდა გადაანაცვლონ ფარცხალაძის კადრები, ეს არაფერს შეცვლის. პირველ რიგში, ოთარ ფარცხალაძე უდნა მიეცეს პასუხისგებაში და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში უწყებებს შორის გადაადგილებებს ასევე ყოფილი პროკურორის კადრებისთვის თავშესაფრის მიცემას უკავშირებენ.

„როგორც ჩანს, დღეს პროკურატურაში უფრო კომფორტულად იქნება ეს კადრი და მას, ასე ვთქვათ, მალავენ ამ თანამდებობაზე, თუმცა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. პრობლემა არის სხვაგან, პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოში არის კლანური, მაფიოზური მმართველობა,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები