17 მაისი 2024,   08:11
ვრცლად
ლონდონში დამწვარი შენობიდან ადამიანების გამოყვანა გრძელდება - ვრცელდება ინფორმაცია 15 დაშავებულის შესახებ

ლონდონში მაშველები ამ დრომდე ცდილობენ დამწვარი შენობიდან ადამიანების გამოყვანას. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე 24 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 40-მდე სახანძარო მანქანაა მობილიზებული.

თვითმხილველთა თქმით, ადამიანები იქ ამ დრომდე იმყოფებიან და შველას ითხოვენ. ვრცელდება ინფორმაცია 15 დაშავებულის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხანძრის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია, სამაშველო ოპერაცია შეფერხებებით მიმდინარეობს.

კორპუსის ჩამონგრევის საშიშროების გამო, სამართალდამცველები შენობიდან გამოყვანილ ასობით ადამიანს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. სამაშველო ოპერაციის დროს პოლიციამ ხალხი უსაფრთხოების მიზნთ მიმდებარე სახლებიდანაც გამოიყვანა.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. მომხდარს გამოეხმაურა ლონდონის მერი და ხანძარს "მასშტაბური ინციდენტი" უწოდა.

დღის ამბები