18 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ირაკლი ფირცხალავა უნდა დაკითხონ

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კრიმინალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ირაკლი ფირცხალავა უნდა დაკითხონ. ადვოკატების ინფორმაციით, ფირცხალავა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ბრალდების მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე სპეც სამსახურების აგენტია.

„კიდევ ერთხელ იმ ყველაფრის ხაზგასასმელად, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი და ირაკლი მამალაძე შემთხვევით მოწმე არ იყო და ის იყო აგენტ-პროვოკატორი რეალურად,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები