18 ნოემბერი 2024,   16:02
ვრცლად
ამერიკის მეორე ლედი კარენ პენსი ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა

დამოუკიდებელი პროგრამა აქვს საქართველოში ამერიკის მეორე ლედის, კარენ პენსი დღეს დილიდან ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ლედი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" პაციენტებსა და თერაპევტებს შეხვდა. კარენ პენსი რამდენიმე პაციენტს გაესაუბრა და მათი ნამუშევრები დაათვალიერა.

შეხვედრას "კამარას" ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე ესწრებოდა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კარენ პენსი ათწლეულზე მეტია მხარს უჭერს არტ თერაპიის დამკვიდრებასა და განვითარებას მთელს მსოფლიოში, ნახულობს არტ თერაპიის ცენტრებს და ხვდება არტ თერაპიის ექსპერტებს. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეხვედრის დასრულოების შემდეგ, ამერიკის მეორე ლედიმ ქარვასლაში გადაინაცვლა, სადაც ქართველი მხატვრის ოლესია თავაძის ნამუშევრებს შეაფასებს. 

 

დღის ამბები