18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
გვინდოდა მაიკ პენსს ქონოდა ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დემოკრატიული განვითარების კუთხით არსებობს - მიხეილ ბენიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე მაიკ პენსის ვიზიტზე და 24 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მაიკ პენსიისთვის გაგზავნილი წერილზე საუბრობს.  

“ამ წერილში არა მხოლოდ საუბარი არის პრობლემურ საკითხებზე და გამოწვევებზე, არამედ ასევე საუბარია პირველ რიგში, იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც საქართველომ სხვადასხვა რეფორმების გატარების შედეგად მიიღო. ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა მადლიერება ამ მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მუდმივად. ასევე მათ ინტერესში შედის ის, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები განვითარდეს. ეს არის ჩვენი ინტერესიც და ამიტომ, ჩვენ გვინდოდა მაიკ პენსს ვიზიტის წინ ჰქონოდა ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დემოკრატიული განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებობს. იმედი გვაქვს, ეს წერილი მას დაეხმარება მისი პოზიციების გამოხატვის დროს,“ - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ 24-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ამერიკის ვიცე პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. წერილში იმ პრობლემებზე არის საუბარი, რომელიც ავტორთა თქმით, ქართულ დემოკრატიას დიდი დარტყმის წინაშე აყენებს.  

 

დღის ამბები