18 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქციას მართავენ

საფინანსო კომპანია საქართველოს  დაზარალებული მეანაბრეები თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქციას მართავენ.

დაზარალებულები ითხოვენ, რომ დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო ჯგუფმა მათ საქმეზე უნდა გამოაქვეყნოს, გაჩნდეს ჩანაწერი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებული იყო, საფინანსო კომპანია საქართველოს საქმიანობა დაერეგულირებინა.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ეროვნული ბანკს კონტროლი უნდა გაეწია ზემოთხსენებული კომპანიის მუშაობაზე და მათი აზრით, ამ შემთხვევაში, ასეთი სავალალო შედეგები არ დადგებოდა და კომპანია ამდენ ადამიანს არ დააზარალებდა.

მეანაბრეები აცხადებენ, რომ აქციებს მას შემდეგ შეწყვეტენ, რაც პრალამენტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის თაობაზე ჩანაწერი იქნება.

დღის ამბები