ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ მამა-შვილ როგავებს პატიმრობა მიუსაჯა. მამას თავისუფლება 2 წლით, ხოლო შვილს 2 წლითა და 2 თვით აღუკვეთეს.
ისინი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 5 აპრილს დააკავეს. როგავების გათავისუფლების შესახებ საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ქართულმა მხარემ რამდენჯერმე დააყენა, თუმცა უშედეგოდ.