18 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ზალიკო უდუმაშვილი ვაშლიჯვარში მცხოვრებ ბაირამოვების ოჯახს ესტუმრა და მათ პრობლემებს გაეცნო

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, ვაშლიჯვარში მცხოვრები ბაირამოვების ოჯახს ესტუმრა. 28 წლის არჩილ ბაირამოვი, ავტოავარიის გამო, უკვე სამი წელია უგონო მდგომარეობაშია.

ამ ხნის განამვლობაში კი, როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, ხელისუფლებისგან თანხა მხოლოდ ერთჯერადად მიიღეს. ის მედიკამენტი კი, რომელიც 28 წლის ახალგაზრდას სჭრიდება, მისი ახლობლების თქმით, საკმაოდ ძვირია.

"ძალიან მინდა თვალებში ჩავხედო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ოჯახში შემოვიდნენ, ნახეს ბიჭი და იმის გამო, რომ გათბობა ჰქონდა, რადიატორი ჰქონდა ჩართული, რათა გადარჩენილიყო ზამთარში, დახმარება აღარ გაწიეს. საბიუჯეტო თანხები სწორედ ამ ადამიანებს უდნა მოხმარდეს," - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

დღის ამბები