რუსული კომპანია ბრილიანტების უნიკალური კოლექციის აუქციონზე გასაყიდად ემზადება. საუბარია ძვირფას ქვებზე, რომლებიც იუველირებმა ერთი ალმასის დამუშავების შედეგად მიიღეს.
179-კარატიანი ალმასი სახელწოდებით "რომანოვები" 2015 წელს იაკუტიაში აღმოაჩინეს. მისი დამუშავების შედეგად სპეციალისტებმა 5 ბრილიანტი მიიღეს, მათგან ყველაზე დიდი "დინასტიაა", რომლის წონაც 52 კარატს აღწევს.
კომპანია ბრილიანტებს ერთ ლოტად გაყიდის და საწყის ფასად 10 მილიონ დოლარს აწესებს. აუქციონი ონლაინ-რეჟიმში ნოემბერში გაიმართება, მანამდე კი „რომანოვების“ ალმასისგან დამზადებულ კოლექციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გამოფენენ.