18 ნოემბერი 2024,   16:02
ვრცლად
ერთი წლის წინ, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ხუციშვილის საქმეს გენერალური ინსპექცია გამოიძიებს

ერთი წლის წინ, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ზურაბ ხუციშვილის საქმეს გენერალური ინსპექცია გამოიძიებს. ოჯახის წევრებს, ადვოკატსა და პროკურატურის წარმომადგენელს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გენერალურ ინსპექციას გადაეცემა. ოჯახის წევრებს განცხადებით, მათ აქვთ ეჭვი რომ ზურაბ ხუციშვილი პოლიციამ ჯერ სცემა, შემდეგ კი მტკვარში გადააგდო.

საქმეში არსებული მტკიცებულებების გაყალბების გარდა, ოჯახის წევრები და ადვოკატი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სამართალდამცველების მფარველობაზეც საუბრობენ.

„მას აქვს სიცოცხლეში მიღებული დაზიანებები, რომელიც სიკვდილს არაფრით არ გამოიწვევდა. როგორ შეიძლებოდა მდორე მტკვარში დამხრჩვალიყო, როდესაც ცურავდა,“ - ამბობს ზურაბ ხუციშვილის დედა მანანა ელიბაშვილი.

დღის ამბები