გატაცების მორიგი შემთხვევა. ამჯერად რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს. ორივე მათგანი მწყემსია.
გივი ეცადაშვილი და გივი მამისბედაშვილი საქონელს, ჩვეულად, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე აძოვებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ე.წ. საზღვარი არ დაურღვევიათ. გატაცებულები სავარაუდოდ, კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებული.
ამ დროისთვის მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა სტრუქტურა.
სავარაუდოდ, ისინი ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი. მწყემსების ოჯახებს არავინ დაკავშირებია.