18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
ხანძარი აგლაძის ქუჩაზე - მშენებარე და მოქმედ ტაძრებს შორის სათავსო დაიწვა

ხანძარი აგლაძის ქუჩაზე - მშენებარე და მოქმედ ტაძრებს შორის მდებარე ხის სათავსო დაიწვა. ამის შესახებ „რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განმარტებით, დამწვარია 70 კვ.მ. ფართობი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, რომ მათ ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება მიიღეს და სახანძრო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ. უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

 

დღის ამბები